რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა
რუსეთის ქალაქ იეისკის საცხოვრებელ უბანში, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.

„საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ნანგრევების გაწმენდის შემდეგ იეისკში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე დაღუპულთა ცხედრები იპოვეს. 18 ოქტომბრის 6:00 საათის მდგომარეობით, ავიაკატასტროფის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის სამი ბავშვია“,
- აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, დაშავებულია 19 ადამიანი.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის ქალაქ იეისკში, რომელიც უკრაინის მახლობლად მდებარეობს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ იეისკში მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Qırıcı Rusiya Təyyarə
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები