საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შუა დერეფნის საგზაო რუკას
ქალაქ აქტაუში ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო და სატრანსპორტო სფეროს მინისტრების შეხვედრა გაიმართა ტრანსკასპიური ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრაზე საქართველოს წარმოადგენდნენ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების დაჩქარების ღონისძიებების კომპლექსის შემუშავების საკითხი და პრაქტიკული ნაბიჯები კასპია-შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

ყაზახეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მხარეებმა ხელი მოწერეს საგზაო რუკას 2022-2027 წლებში „შუა დერეფნის“ განვითარებისა და „ვიწრო“ მონაკვეთების შეთანხმებულად აღმოსაფვრელად.

დოკუმენტი, ასევე ითვალისწინებს მუშაობის პრინციპების შეთანხმებას, ასევე კონკრეტულ პროექტებს ზუსტი პარამეტრებით, ვადებით და პასუხისმგებელი შემსრულებლებით.

„შეთანხმებების განხორციელება შესაძლებელს გახდის 2025 წლისთვის დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას წელიწადში 10 მილიონ ტონამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წლის ივნისში ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა. აქტაუს შეხვედრას საქართველოც შეუერთდა.

ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა ყაზახეთში ვიზიტით.

წყარო: amerikiskhma.com
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები