გერმანელმა სამართალდამცველებმა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, 25 პირი დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცველებმა მთავრობის დამხობის ბრალდებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდების დროს, 25 პირი დააკავეს.

როგორც მედია წერს, ულტრამემარჯვენე და ყოფილი სამხედრო პირები ბერლინში, პარლამენტის შენობაში - რაიხსტაგში - შეჭრას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ.

შეთქმულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობის Reichsbürger (რაიხის მოქალაქეები) წევრები, რომლებიც ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო დიდი ხანია, რაც გერმანიის პოლიციის ყურადღების
ქვეშ არიან.

ამასთან, მედია იუწყება, რომ აღნიშნული ექსტრემისტული მოძრაობის წევრები არ აღიარებენ თანამედროვე გერმანულ სახელმწიფოს. მათ ამჟამინდელი რესპუბლიკის 1871 წლის გერმანული მოდელით შექმნილი ახალი სახელმწიფოთი ჩანაცვლება სურთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები