სერგეი ლავროვი - აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ცდილობენ რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე მოიპოვონ
შეერთებული შტატები და მისი ნატოელი მოკავშირეები ცდილობენ რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე მოიპოვონ, რათა ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა TASS-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„კოლექტიური დასავლეთისა და მათი მარიონეტის, ზელენსკის ქმედებები ადასტურებს უკრაინის კრიზისის გლობალურ ხასიათს. საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების სტრატეგიული მიზანია რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება
ბრძოლის ველზე, როგორც ჩვენი ქვეყნის დასუსტების ან უფრო მეტი, განადგურების მექანიზმი. ჩვენი ოპონენტები ყველაფერს გააკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად,” -
განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, „ცხელი კონფლიქტის“ ბენეფიციარი არის შეერთებული შტატები, რომელიც ცდილობს არსებული სიტუაციიდან მაქსიმუმის მიღებას როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები