პანდემიიდან სამ წელში ჩინეთმა პირველად გახსნა საზღვარი
სამი წლის შემდეგ პირველად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, ჩინეთმა პირველად გახსნა საზღვაო და სახმელეთო გზები ჰონგ კონგთან და ქვეყანაში შემსვლელი ადამიანებისთვის სავალდებულო კარანტინის გავლაც გააუქმა.

8 იანვრიდან ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეებისთვის განაახლა პასპორტებისა და სამგზავრო ვიზების გაცემაც.

პანდემიის განმავლობაში ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოვიდშეზღუდვები ჰქონდა დაწესებული. ქვეყანაში ლოკდაუნი არაერთხელ გამოცხადდა. მოქალაქეებს მოეთხოვებოდათ, ხშირი ტესტირება და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში,
კარანტინი შესაბამის დაწესებულებაში.

ჩინეთის მთავრობამ შეზღუდვები მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ შეამსუბუქა. საპროტესტო აქციები კი ურუმაქში მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა, გამოიწვია, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. მოქალაქეების თქმით, შენობაში მყოფმა პირებმა შენობა დროულად ნაწილობრივი ლოკდაუნის გამო ვერ დატოვეს. თუმცა, ამ ინფორმაციას ჩინეთის მთავრობა არ ადასტურებდა.

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ჩინეთში ისევ ვრცელდებოდა ცნობები საავადმყოფოებსა და კრემატორიუმებში გადატვირთვის შესახებ, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვის მატების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქვეყანა Covid 19-ით ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობას აღარ აქვეყნებს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები