ქაბულში ყოფილი დეპუტატი მურსალ ნაბიზადა მოკლეს
ავღანეთის დედაქალაქში ყოფილი დეპუტატი ქალი მოკლეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, 32 წლის მურსალ ნაბიზადას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გაუხსნეს ცეცხლი. მასთან ერთად დაიღუპა მისი დაცვის ერთ-ერთი წევრიც, ასევე დაიჭრა დაცვის მეორე წევრი და ყოფილი დეპუტატის ძმა.

მურსალ ნაბიზადა ერთადერთი ქალი დეპუტატი იყო, რომელსაც ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შედეგად ქაბული არ დაუტოვებია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები