ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად
შემცირდა.
BBC-ის ინფორმაციით, 1961 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც
ქვეყნის მოსახლეობის ყოველწლიურ დინამიკაში კლება დაფიქსირდა. ერთი
წლის განმავლობაში ჩინეთის მოსახლეობა დაახლოებით, 850 000 ადამიანით
შემცირდა.
ქვეყნის სტატისტიკის ბიუროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022
წლის ბოლოს ჩინეთის მოსახლეობამ 1.411 მილიარდი შეადგინა, მაშინ
როდესაც წინა წლის მაჩვენებელი 1.412 მილიარდი იყო.
ექსპერტების მტკიცებით, მოსახლეობის კლების ტენდენცია ჩინეთში
მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდება, რაც გასულ საუკუნეში ჯერ ე.წ.
„ერთი ბავშვის პოლიტიკის“, შემდეგ კი ე.წ. „ორი ბავშვის პოლიტიკის“
შედეგია.