უკრაინული მედია - კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა
უკრაინული მედიის ცნობით, ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა.

კიევის გუბერნატორის, ოლექსი კულებას განცხადებით, ტრაგედიის დროს, ბავშვები და პერსონალი საბავშვო ბაღის შენობაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები ადგილზე მუშაობენ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ „ტელეგრამზე“ კი განაცხადა, მსხვერპლისა და გარემოებების შესახებ ინფორმაცია დგინდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები