ოლაფ შოლცი - გერმანია Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის საკითხს მოკავშირეებთან ერთად განიხილავს
გერმანია მოკავშირეებთან ერთად განიხილავს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის შესაძლო მიწოდების საკითხს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო დახმარების შესახებ განცხადების გაკეთებამდე აუცილებელია ამ საკითხზე სხვა ქვეყნებთან კოორდინაცია.

"მე ყოველთვის ვფიქრობ სიტუაციაზე. ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ ჩვენს მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად - არასდროს ვიმოქმედებთ მარტო",
- აღნიშნა შოლცმა.

კანცლერის თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება და ყველა იმ საშუალებით, რაც მას შეუძლია გამოიყენოს, თუმცა, ახლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი, შოლცის აზრით, რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის თავიდან აცილებაა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები