სომხეთში, სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა
სომხეთში, ბასარკეჩიარის რაიონში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

უწყების ცნობით, არიან დაშავებულებიც, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.







Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები