აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული გლოვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული გლოვის დღესთან, 20 იანვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო უწყება ღრმა მწუხარებით პატივს მიაგებს თანამემამულეთა ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის, ხალხის თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამო.

„1990 წლის 19–დან 20 იანვრის ღამით სსრკ ხელმძღვანელობის ბრძანებით საბჭოთა არმიის დანაყოფები და სპეცრაზმები, ასევე შიდა ჯარების კონტინტენგის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო აგრესიის შედეგად ქალაქ ბაქოსა და სუმგაითში, ლენქორანსა და ნეფთჩალაში ჩადენილ იქნა გენოციდი მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების წინააღმდეგ. ოკუპანტი ძალების სამხედრო აგრესიის შედეგად მოკლულ იქნა 150 სამოქალაქო პირი, 744 კაცი მძიმედ დაიჭრა, 4 კაცი დაიკარგა.

სსრკ ხელმძღვანელობის აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ დისკრიმინაციული პოლიტიკის, ასი ათასობით აზერბაიჯანელის ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორიაზე თავისი ისტორიული მიწებიდან დეპორტაციის და სომხეთის ყარაბაღის მიმართ უსაფუძლო ტერიტორიული პრეტენზიების პასუხად აზერბაიჯანელი ხალხის მიერ ჩატარებული მასობრივი პროტესტების და დაწყებული ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალის გამოყენებით ჩახშობის მიზნით ქვეყანაში შეყვანილმა საბჭოთა არმიამ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და კონსტიტუცია და ჩაიდინა უპრეცედენტო ხოცვა - ჟლეტა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 1990 წლის 21 იანვარს ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა მოსკოვში აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში გამოხატა თავისი სოლიდარობა აზერბაიჯანელ ხალხთან, მკაცრად დაგმო აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ ჩადენილი ეს დანაშაული და მოითხოვა ჩადენილი ხოცვისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიცემა და დამნაშავეთა დასჯა.

1994 წლის თებერვალში ჩატარებულ მილი მეჯლისის სპეციალურ სესიაზე 1990 წლის 20 იანვარს უდანაშაულო ადამიანების სასტიკად დახოცვა შეფასებულ იქნა, როგორც სამხედრო აგრესია და დანაშაული და 1994 წლის მარტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „1990 წლის 20 იანვარს ბაქოში ჩადენილი ტრაგიკული მოვლენების შესახებ“. 20 იანვარი გამოცხადებულ იქნა ეროვნული გლოვის დღედ.
20 იანვრის ტრაგედიამ მოახდინა გადამწყვეტი ზეგავლენა აზერბაიჯანის ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაზე, იქცა გარდამტეხ წერტილად აზერბაიჯანის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენაში. აზერბაიჯანელმა ხალხმა, რომლის მიმართაც 33 წლის წინ საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილ იქნა სამხედრო, პოლიტიკური და მორალური აგრესია, აჩვენა თავისი ერთგულება საკუთარი ისტორიული საბრძოლო ტრადიციებისადმი. სამშობლოს შვილები, რომლემბაც საკუთარი სიცოცხლე შეწირეს სამართლიანობის დაცვას, იმ სისხლიან დღეს დაწერეს ბრწყინვალე ფურცელი ჩვენი ხალხის გმირობის მატიანეში. 1990 წლის 20 იანვარს, რომელიც ჩვენს ისტორიაში ტრაგედიასთან ერთად, ჩვენს ისტორიაში შევიდა, როგორც ეროვნული სიამაყის დღე, აზერბაიჯანელმა ხალხმა მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ ის ღირსია იცხოვროს თავისუფლად და დამოუკიდებლად.
მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ გავიდა 33 წელი, 20 იანვრის მოვლენებს, როდესაც მოხდა ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის უხეში დარღვევა, რომელიც თავისი ხასიათით და მასშტაბით წარმოადგენს XX საუკუნეში ჩადენილ ერთ–ერთ ყველაზე სასტიკ დანაშაულს, არ მიეცა საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება. ამ დანაშაულზე პასუხს აგებს უშუალოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა. საერთაშორისო სამართლის თანახმად 20 იანვრის ტრაგედია უნდა კვალიფიცირებულ იქნას, როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ხოლო მისი დამკვეთები და შემსრულებლები უნდა დაისაჯონ.

დღეს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისათვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჩვენი გმირი შეჰიდების სულებს უხარიათ. აზერბაიჯანის მამაცმა არმიამ ძლევამოსილი უზენაესი მთავარსარდლის ხელმძღვანელობის ქვეშ გაანთავისუფლა 30 წლის მანძილზე მტრის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ჩვენი ტერიტორიები და აღადგინა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე ამის შემდეგაც გაცემული იქნება საკადრისი პასუხი.
ჩვენ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებით პატივს მივაგებთ ჩვენს თანამემამულეთა ნათელ ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ხალხის თავისუფლების და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის“,
- ნათქვამია განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები