ევროკავშირი უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდა
ევროკავშირი უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდა.

გადაწყვეტილება მეშვიდე ტრანშზე ბრიუსელში, ევროკავშირის 27 საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას მიიღეს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილებას დაეთანხმა უნგრეთიც, რომელმაც მანამდე პაკეტი დაბლოკა, თუმცა ოფიციალურმა ბუდაპეშტმა, უფრო მეტ სანქციებთან, განსაკუთრებით ისეთთან, რომელიც მის რუსეთთან ბირთვულ ენერგიაში თანამშრომლობას შეზღუდავს, საკუთარი წინააღმდეგობა დააფიქსირა.

როგორც „როიტერსი“ წერს, ასევე, დამტკიცდა დამატებით 45 მილიონი ევრო უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელი მისიის არალეტალური აღჭურვილობისთვის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები