ლავროვი: „დასავლეთი უკრაინას ჰიბრიდული ომის იარაღად იყენებს“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინას მათ წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის იარაღად“ იყენებს. ლავროვმა ამის შესახებ, ლუანდაში, ანგოლის საგარეო საქმეთა მინისტრ ტეტე ანტონიოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დასავლეთი მრავალი წლის განმავლობაში იყენებს უკრაინას, როგორც ‘ჰიბრიდული ომის’ სრულყოფილ ინსტრუმენტს უშუალოდ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთმა თავიდან აიცილა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ანტირუსული გაგება და რუსეთის უსაფრთხოებისთვის მომავალი საფრთხე რა, უკრაინაში სწორედ ამის აღსაკვეთად განახორციელა, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.

პრესკონფერენციის დროს, ანგოლის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტეტე ანტონიომ განაცხადა, რომ ისინი ითვალისწინებენ როგორც რუსეთთან ისტორიულ ურთიერთობებს, ასევე უკრაინასთან ურთიერთობას და გარედან ჩაურევლობის პრინციპს.

წყარო: trt.net.tr
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები