ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის
შეერთებული შტატები უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გადასცემს თუ არა აშშ სამხედრო თვითმფრინავებს, რომელთა მიღებასაც კიევი ძალიან ცდილობს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უპასუხა: „არა“.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებენ, უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გაუგზავნონ, რათა რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში დეხმაროს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნას არ გამორიცხავს, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა გარკვეული პირობების შესრულება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ, მოროვეცკიმ კი აღნიშნა, რომ მზად არიან უკაინას ამერიკული F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ, შეერთებული შტატები მწვანე შუქს აუნთებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები