განმეორებითი მიწისძვრა თურქეთში – ბიძგები იგრძნობოდა ბათუმშიც
დღეს, 6 თებერვალს, საქართველოს დროით 14:25 საათზე განმეორებითი მიწისძვრა მოხდა თურქეთში.

პირველადი ინფორმაციით მიწისძვრის ბიძგები 7.8 მაგნიტუდას აღწევდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში, ელბისტანის რაიონში იყო.

მიწისძვრა რამდენიმე წუთის განმავლობაში იგრძნობოდა ბათუმშიც. ქალაქის ზოგ უბანში ხალხი სახლებიდან საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გამოვიდა.

დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა წუხელ თურქეთისა და სირიის საზღვარზე. პირველადი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 912 ადამიანი, დაშავებულია – ასობით, ბევრს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები