NYT: ნატო თავდაცვის სტრატეგიას ცვლის
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უბიძგა, „ძალ-ღონე არ დაიშუროს, რათა კვლავ გახდეს სამხედრო ალიანსი, რომელსაც ძალუძს ომის წარმოება“, იუწყება „ნიუ იორკ თაიმზი“.

კერძოდ, ალიანსი აპირებს თავდაცვითი სტატეგია შეცვალოს – წარსულში მიიჩნეოდა, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ალიანსის წევრების ტერიტორიის დროებითი ოკუპაცია, დამატებითი ძალების დახმარების მიღებამდე, დასაშვები იყო.

თუმცა, უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ სურთ გარისკვა და რუსული ოკუპაციის ქვეშ მოხვედრა.

თავდაცვის ახალი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ნატოს ძალები უფრო „ხილვადი“ უნდა გახდეს რუსეთისთვის და აჩვენოს მოსკოვს, რომ ალიანსს შეუძლია, შესაძლო ომის პირველი ეტაპზე გაუწიოს წინააღმდეგობა.

„ხილვადობის“ გაზრდისთვის ნატო გეგმავს, მეტი ჯარი განათავსოს რუსეთის საზღვართან და მეტი დახარჯოს თავდაცვაზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები