აშშ-მა უკრაინას გამოუყო დახმარების მორიგი პაკეტი - 325 მლნ დოლარი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომლის მოცულობაა 325 მილიონი დოლარი. ამის შესახებ იტყობინება თეთრი სახლის პრესსამსახური.

პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, მსუბუქი იარაღის ამუნიცია და სხვა საბრძოლო საშუალებები, ასევე დამცავი მოწყობილობები. გარდა ამისა, სახსრების ნაწილი მოხმარდება უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას.

შარშან თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კიევისთვის ამერიკის მიერ უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარების მოცულობამ 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შეერთებული შტატების ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მზად არის უკრაინას იმდენ ხანს დაეხმაროს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები