იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა. იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ნატო-ს გენერალური მდივანი მიხაილოვსკის მოედანზე იმყოფებოდა.

გამოცემა „კიევ იდნეპენდენტმა“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სტოლტენბერგი რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპულთა მემორიალთან იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი დაესწრება ე.წ. რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრას, რომელზეც უკრაინის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიევის სამხედრო საჭიროებებს განიხილავენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები