ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინელებს აიძულებს, მიიღონ რუსეთის პასპორტები
თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას აიძულებს, მიიღონ რუსეთის პასპორტები.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იტყობინება თავის ყოველდღიურ ანგარიშში.

კერძოდ, ხერსონის ოლქის მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ თუკი არ მიიღებენ რუსეთის პასპორტებს 2023 წლის 1 ივნისამდე, შეიძლება მათი „დეპორტაცია“ და მათი ქონების კონფისკაცია მოახდინონ, იტყობინებიან ბრიტანელი ავტორები წყაროს დაუსახელებლად.

რუსეთი პასპორტებს „რუსიფიკაციის“ ინსტრუმენტად იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ეს 2022 წლის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

სავარაუდოდ, მოსკოვი ცდილობს, დააჩქაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია, რათა უკრაინაში შეჭრა წარმატებულად წარმოაჩინოს, განსაკუთრებით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მიაჩნია დიდი ბრიტანეთის დაზვერვას.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები