მარნეულელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია
მარნეულელი პედაგოგი, ქამრან აფანდიევი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია.

2023 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს საუკეთსო ათეული დღეს, 20 ივნისს გამოვლინდა. სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ქამრან აფანდიევი ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ორმა კოლეგამ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარადგინა. ქამრანის თქმით, ათეულის წევრობა მისთვის და ახალი თაობისათვის დიდი მოტივაციაა.

„ძალიან მიხარია ათეულში ყოფნა, ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის დიდი მოტივაციაა, როდესაც ხედავ, რომ შენს საქმეს აფასებენ. ვფიქრობ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც რომ იღებენ მონაწილეობას. ძალიან მიხარია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში ყოფნა, ეს ჩემი კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“ - ამბობს ქამრან აფანდიევი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ამავე კონკურსში მარნეულელ პედაგოგებს მონაწილეობა წარმატებით არაერთხელ მიუღიათ. 2022 წელს ათეულის წევრი გახდა ხოჯორის სკოლის მასწავლებელი ლალი მარგიანი, 2018 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში გავიდა ქალაქ მარნეულის N2 და N5 სკოლის პედაგოგი, თემურ სუყაშვილი. 2019 წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე, 2021 წელს კი ხუთეულის წევრობა მოიპოვა მარადისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ლამარა ბოლქვაძემ.

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეული 5 სექტემბერს გამოვლინდება, მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები