აქტუალური თემა
სოფლისოდენა უკანონო ნაგავსაყრელები მარნეულის სოფლებში
მარნეულის მუიციპალიტეტში, სადაც 83 სოფელია, სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა 86-ს აღწევს . შესაძლოა ითქას, რომ მარნეულის თითოეულ სოფელს, მინიმუმ ერთი ნაგავსაყრელი მაინც აქვს.

სადახლოში, მუნიციპალიტეტის ერთერთ ყველაზე დიდ დასახლებასთან, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტია განთავსებული. ნაგავსაყრელი სოფლის სიდიდის პროპორციულია. პრობლემა აწუხებს ყველას, მაგრამ საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარე ბანოვჩის სანაპიროს მხოლოდ ემატება.

გამოყენებული ნემსები, შუშისა და პლასტმასის ბოთლები, მინის ნამსხვრევები, ძველი ტელევიზორები, ბავშვის საფენები, ცხოველებისა და ფრინველების ნეშტი, -ასე სოფელ სადახლოში მდინარე ბანოვჩას სანაპირო ზოლი გამოიყურება.

ეს ადგილი ლეკვების კარგი გასართობია. გადაგდებული ჩუსტებით, ბოთლებით, ტელევიზორებითა და ბავშვის სარწეველით ათამდე ოთხფეხა თამაშობს. ბატები კი აქ იკვებებიან. შინაური ფრინველები ქათმების, იხვებისა და ბატების ლეშსაც კი ჭამენ, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიეთილენის პარკებსა და სხვა ნარჩენებზე. მერე, თავად ეს ბატები იქცევიან პატრონის ან ბაზრის კლიენტის მთავარ კერძად.


სოფელი სადახლო. ლეკვები ნაგავსაყრელზე თამაშობენ

სანაპიროზე გაუსაძლისი სუნი დგას. აქედან სულ რაღაც 20 მეტრში დასახლებაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზამთარში ისე არ წუხდებიან, როგორც ზაფხულში.

„სიცხის დროს ცუდი სუნია, ყველაფერი ყარს“ - 59 წლის ალმაზ აზიზბეკოვი ყვება, რომ თვითნებური ნაგავსაყრელი სოფელ სადახლოში ათწლეულების წინ წარმოიქმნა. დროთა განმავლობაში კი ვითარება უარესდება.

„სადღაც ერთი თვის წინ დაალაგეს ნაგვის ყუთები. რამდენიმე ადგილას არის, მაგრამ აქეთ მხარეს უკვე აღარ. კილომეტრებზეა ნაგავი. ყველა იქით ყრის, ყუთები არ გვაქვს და მაგიტომ“.

სოფელში განთავსებული ნაგვის ურნები სანაპიროზე მოწყობილი ნაგავსაყრელიდან თითქმის კილომეტრით არის დაშორებული. მოსახლეობას ერთდროულად სახლთან ახლოს დაყრილი ნაგავიც აწუხებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით შორ მანძილზე სიარულიც სოფელში ხან ფულს აგროვებენ, მანქანას ქირაობენ და ნაგავი გააქვთ, ხან გატანილის ადგილს თავადვე ავსებენ. კიდევ ერთი პრობლემა საქონელია. ალმაზი რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როდესაც სოფელში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოკვდა.

„როდესაც ცელოფანს ჭამს უკვე მორჩა, ცუდად ხდება და მერე კვდება“ -ამბობს ალმაზ აზიზბეკოვი.

სადახლოელებს იმის შესახებაც კი არ აქვთ ინფორმაცია, რომ მარნეულის ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაში ნაგვის უკანონო გადაყრის გამო, მოსახლეობის დაჯარიმება შედის. მერიიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ზედამხედველობის სამსახური, კვირაში ორჯერ, ზონების მიხედვით ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მონიტორინგს.




მოსახ
ლეობას არ აქვს ინფორმაცია, იმის გამო, რომ მერიამ 2018 წლის 1 იანვრიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში მხოლოდ 10 პირი დააჯარიმა, - ცხრა კერძო და ერთი იურიდიული. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი სადახლოში გამოვლინდა.

სოფელი სადახლო მარნეულის მუნიციპალიტეტში გამონაკლისი არ არის. შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორის, ლერი მუმლაძის ინფორმაციით, მარნეულში დაახლოებით 83-86 არალეგალური ნაგავსაყრელია.

„ეს დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და რამე უნდა გაკეთდეს. წელს არა, მაგრამ მომდევნო წლისთვის ყველა უნდა გასუფთავდეს“, - „სუფთა მარნეულის“ დირექტორის ლერი მუმლაძის თქმით, არალეგალური ნაგავსაყრელების პრობლემის მოგვარებაში გარემოს დაცვის სამინისტროც ჩართულია.

მარნეულის მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უკვე დასუფთავდა 18 სოფელი, ჯამში 30 არალეგალური ნაგავსაყრელი. მაგრამ ისმის კითხვა, რამდენ ხანს შეინარჩუნებს სოფელი სისუფთავეს? მუნიციპალიტეტის ბალანსზე სულ 580 ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი და 11 ნაგავმზიდი მანქანაა. უნდა აღინიშნოს, რომ პლასტმასის კონტეინერების ნაწილი ქალაქსა და სოფლებში დაიწვა, რის გამოც ნაგავი ისევ მიწაზე იყრება.


რუსთაველის ქუჩაზე დამწვარი ნაგვის ურნა


ნაგვის
პრობლემა ქალაქშიც მწვავედ დგას. მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე პატარა ნაგვის ურნები გვხვდება, რომელიც ან გადავსებულია, ან მასში ნაგავი ჩაქვავებულია, ანდა ძირი საერთოდაც არ აქვს.

2019 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების სეპარირებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყონ.

ქაღალდის, ალუმინის, შუშისა და პლასტიკის შესაგროვებლად მუნიციპალიტეტებში უნდა გამოიყოს შესაბამისი ადგილი, სადაც მოქალაქე ნარჩენების მიტანას შეძლებს.

როგორც CENN „ნარჩენების მართვის პროგრამის“ ხელმძრვანელის მოადგილე ნინო თევზაძემ გვითხრა, სეპარირებული შეგროვების სერვისის მიწოდება მუნიციპალიტეტებმა ეტაპობრივად უნდა მოახდინონ.

„მუნიციპალიტემა უნდა უზრუნველყოს ადგილების შექმნა სადაც მოსახლეობა აი ამ ცალკე დახარისხებულ ნარჩენს მიიტანს და შესაბამის კონტეინერებში განათავსებს. ამის მიზანი არის, რომ ეს რესურსი, დახარისხებული ნარჩენის რესურსი, გადამუშავდეს ხელმეორედ.“ - ნინო თევზაძე იმედს იტოვებს, რომ მუნიციპალიტეტები სეპარირებული შეგროვების სერვისის მიწოდებას ერთი დასახლებით მაინც დაიწყებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტები ნარჩენების სეპარირების სერვისს პირველი თებერვლიდან ვერ შექმნიან, შესაძლოა, მათ სანქციები დაეკისროთ.

როგორც მერიიდან წერილობით შეგვატყობინეს, მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებისათვის ადგილები უკვე გამოყოფილია და რუსთაველის ქუჩაზე 25 ერთეული რკინის კონსტრუქციაა განთავსებული, სადაც მოსახლეობამ პლასტმასის ბოთლები უნდა ჩაყაროს.

მუნიციპალიტეტს, კერძოდ შ.პ.ს „ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს“, რომელსაც მერია ფლობს, ორგანული ნარჩენებისთვის განკუთვნილი 30 ერთეული სანაგვე ურნა გადაეცა. საწარმოს ხელმძღვანელმა ირაკლი ბურნაძემ გვითხრა, რომ ამ დროისათვის „ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“ სპეციალურ სტიკერებს ელოდება, ურნების დასანიშნად, თუ რა სახის ნარჩენების ჩაყრაა შესაძლებელი.

„ამ ურნებში უნდა მოხდეს მხოლოდ ორგანული ნარჩენების სეპარირება. სტიკერზე აღნიშნული იქნება თუ რა სახის ნარჩენებზეა საუბარი და ვფიქრობთ, რომ ამით მოსახლეობას უფრო გაუადვილდებათ ნარჩენების დახარისხება“ - ბურნაძის ინფორმაციით, სანაგვე ურნები ძირითადად სკოლამდელი აღზრდის ცენტრებში, საბავშვო ბაღებში, საკვებ ობიექტებში და საპილოტე ვერსიის სახით, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან განთავსდება.

თითო ურნის მოცულობა ტონა და 100 კილოა და საწარმოს ისინი ევროკავშირის ფონდის პროექტის ფარგლებში გადაეცა. ირაკლი ბურნაძე იმედოვნებს, რომ ამ გზით მუნიციპალიტეტი იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს მიუახლოვდება, რაც ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაშია მოცემული.




მარნ
ეულის მუნიციპალიტეტში ნაგვის პრობლემას არ იწვევს მხოლოდ არასაკმარისი ან ძირგავარდნილი სანაგვე ურნები. პრობლემა ამ საკითხისადმი საზოგადოების მიდგომაცაა. ერთი მხრივ, ამას იწვევს არაინფორმირებულობა ნარჩენების მავნე ზეგავლენაზე, მეორე მხრივ კი არაეფექტური დასჯის მექანიზმები. დანაგვიანებისთვის განისაზღვრა ჯარიმა, მაგრამ ვერავინ გვპასუხობს, რა მექანიზმით უნდა გამოვლინდნენ კანონდამრღვევები.

მერიის ზედამხედველობის სამსახური ჯარიმებს ვერ წერს, როგოც ამბობენ, კანონდამრღვევებს ვერ დაუდარაჯდებიან, რადგან სხვა საქმეებიც აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ მარნეულში ნარჩენების მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად ყოველწლიურად სხვადასხვა პროექტები ხორციელდება, როგორიცაა გარემოს დაცვით თემებზე ტრენინგ-სეინარები, დასუფთავების აქციები, ქალაქისა და სოფლების გამწვანების აქციები და ა.შ. მარნეულში მაინც შვხვდებით მეხუთე სართულიდან გადმოყრილ ნაგავს. რადგან მოქალაქეებს ნაგვის უკანონო გადაყრასთან დაკავშირებით დაუსჯელობის სინდრომი აქვთ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის ნელი კორკოტაძის თქმით, მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისათვის სამუშაოები ყვალა მოქალაქემ უნდა გაატაროს. ესაა არა მხოლოდ სახელმწიფოს არამედ თითოეული მოქალაქეს ვლდებულება, რათა მოსახლეობის დიდ ნაწილამდე მივიდეს ინფორმაცია გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ. რაც შეეხება არაქართულენოვან მოსახლეობას, კორკოტაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებმა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არაქართულენოვანია, მოქალაქეებს ინფორმაცია სახელმწიფო ენასთან ერთად, მათთვის გასაგებ ენაზეც უნდა მიაწოდონ.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
სამხარეო განვითარების ასოციაცია  და USAID-ის
ზრდა პროექტი აცხადებენ რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო
პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

სამხარეო განვითარების ასოციაცია  და USAID-ის ზრდა პროექტი აცხადებენ რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

სტუდენტთა სტაჟირება, რაც მსოფლიოში კარგად
აპრობირებული მეთოდია,
სტუდენტთა სტაჟირება, რაც მსოფლიოში კარგად აპრობირებული მეთოდია,
არჩევნები მარნეულში შეფასდა როგორც მშვიდი. „ქართული ოცნების“
კანდატმა ხმათა 78% მიიღო. ზაურ დარგალი პირველი ადგილობრივი,
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მერია.
არჩევნები მარნეულში შეფასდა როგორც მშვიდი. „ქართული ოცნების“ კანდატმა ხმათა 78% მიიღო. ზაურ დარგალი პირველი ადგილობრივი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მერია.


<span style=


წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის
წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის "აქტუალური თემა" ფარგლებში
წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის
წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის "აქტუალური თემა"