აქტუალური თემა
რა მოქმედებს მარნეულელების არჩევანზე
ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც განსაზღვრავს, ვის დაუჭიროს მხარი. ასეთ დროს უმრავლესობა მმართველი პარტიისკენ იხრება. ეს იმით არის განპირობებული, რომ ხელისუფლება სახელმწიფოსთან იგივდება, მოსახლეობას კი სურს, საკუთარი თავი სახელმწიფო ინტერესების დამცველებად წარმოაჩინოს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მონაცემებმა ტრადიციული სურათი, - ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში მმართველი პარტიის აბსოლუტური უპირატესობა, შეცვალა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, პირველ ტურში, მარნეულში 90 უბნიდან 16 884 ხმა სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 13 796 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. ქალაქში გახსნილი 15 საარჩევნო უბნიდან 14-ში გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო ერთში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. რაც შეეხება სოფლებში გახსნილ საარჩევნო უბნებს, 49-ში ზურაბიშვილმა, ხოლო 25 ვაშაძემ გაიმარჯვა. გამორჩეული იყო სოფელ ქვემო ყულარის შედეგები, სადაც გრიგოლ ვაშაძემ და სალომე ზურაბიშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა, 131-131 ხმა მიიღეს.

წინასაარჩევნოდ ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება კანდიდატებთან შეხვედრებია, რომელსაც მოსახლეობის მცირე ნაწილი ესწრება. პოლიტიკოსების მთავარი გზავნილებიც სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ჟღერდება.

სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მარნეულელებთან შეხვედრისას ხაზი ისეთ თემებს გაუსვა, როგორიცაა ორმაგი მოქალაქეობა, სახელმწიფო ენის შესწავლა და მშობლიური ენის შენარჩუნება.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მარნეულელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას თქვა, რომ აქაც ისეთივე პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში. ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტად ინტეგრაციისათვის ვაშაძის ხედვა კი ქართული ენის გაძლიერებულ სწავლებას უკავშირდება.

მიუხედავად ამისა, არჩევენბის პერიოდში "ქარული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მთავარი საზრუნავი ერთი და იგივე იყო. მოსახლეობისათვის ეჩვენებინათ თუ რით იყო ცუდი მეორე პარია.

ვრცლად შეგიძლიათ მოუსმინოთ გადაცემის ჩანაწერს.






FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
სამხარეო განვითარების ასოციაცია  და USAID-ის
ზრდა პროექტი აცხადებენ რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო
პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

სამხარეო განვითარების ასოციაცია  და USAID-ის ზრდა პროექტი აცხადებენ რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

სტუდენტთა სტაჟირება, რაც მსოფლიოში კარგად
აპრობირებული მეთოდია,
სტუდენტთა სტაჟირება, რაც მსოფლიოში კარგად აპრობირებული მეთოდია,
არჩევნები მარნეულში შეფასდა როგორც მშვიდი. „ქართული ოცნების“
კანდატმა ხმათა 78% მიიღო. ზაურ დარგალი პირველი ადგილობრივი,
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მერია.
არჩევნები მარნეულში შეფასდა როგორც მშვიდი. „ქართული ოცნების“ კანდატმა ხმათა 78% მიიღო. ზაურ დარგალი პირველი ადგილობრივი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მერია.


<span style=


წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის
წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის "აქტუალური თემა" ფარგლებში
წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის
წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის "აქტუალური თემა"