მასწავლებელი მარნეულში, რომელიც ბავშვებს კარანტინის დროს ინსტაგრამით ასწავლიდა
17:57 / 07.10.2020
თამარ მანუჩარაშვილი ერთი წელია, რაც სოფელ კაჩაგნის საჯარო სკოლაში
მუშაობს.
კახეთიდან მარნეულში ჩამოსულმა მასწავლებელმა ეთნიკური
უმცირესობებისათვის ქართული ენის შესწავლა დაიწყო. მალევე კარანტინი
გამოცხადდა და მუშოაბის გაგრძელება ვირტუალურ სივრცეში მოუწია.
თამარი ვიდეოში გვიყვება იმ სირთულეებზე, რაც ონალინ სწავლებას ახლდა.
უინტერნეტობა ან ინტერნეტის დაბალი სიხშირე ერთ-ერთი ხელისშემშლელი
ფაქტორი აღმოჩნდა სწავლებაში. მასწავლებელმა გაკვეთილების ჩატარება
„ინსტაგრამით“ დაიწყო.