მერიის გამოცხადებული ტენდერი ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობაზე ჩაიშალა - ცხოველთა დამცველი კი ამას თანხის სიმცირეს უკავშირებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ძაღლების თავშესაფრების მომსახურებას გულისხმობს არ შედგა. მერიამ 242 ძაღლის მომსახურებისთვის 16`949 ლარი გამოყო. ტენდერის ჩაშლას კი საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი თემურ ლაჩყეპიანი ლოგიკურად მიიჩნევს თანხის სიმცირიდან გამომდინარე, თავადვე ამბობს, რომ თითო ძაღლისთვის 70 ლარი ძალიან ცოტაა და თუ ვინმე ასეთ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას სამუშაოების ჩატარება არაკეთილსინდისიერად მოუწევთ.




ლაჩყეპიანის თქმით, გარდა თანხის სიმცირისა აქ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ვალდებულება, რომელსაც აკისრია ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის მიღება, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ მარნეულის მერიის საკრებულოს გაუგზავნა დადგენილების პროექტი, სადაც გაწერილია თუ როგორ უნდა მოხდეს ცხოველების პოპულაციის მართვა. მათშორისაა ცხოველების უკონტროლოდ გამრავლების საკითხი, რომელიც ძალიან ბევრმა მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა, თუმცა მარნეულის მერია ამ მუნიციპალიტეტების სიაში არ შედის.




როგორც დღეს რადიო „მარნეულს“ მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ უთხრა, ცხოველების უკონტროლოდ გამრავლების საკითხზე მართალია, ჯერ დადგენილება მიღებული არ აქვთ, თუმცა ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს მერიაში, სადაც იურისტებიც ჰყავთ ჩართული, ხოლო უშუალოდ როდის მოხდება დადგენილების მიღება უცნობია.

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა. პირველ ტენდერში მონაწილეობა ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძემ მიიღო, რომელმაც ტენდრით გათვალისწინებული ძაღლების სრული რაოდენობა ვერ წაიყვანა ოზურგეთის თავშესაფარში.

რაც შეეხემა მეორე ტენდერს, აქ მონაწილეობას გიორგი მაღლაფერიძე ვერ მიიღებდა. როგორც ლაჩყეპიანი ამბობს, მის ფირმას გარკვეული დარღვევებიც გამოუვლინდა, რომელიც უნდა გამოეწორებინა, თუმცა დარვევების მხოლოდ ნაწილი გამოასწორა და მისი თავშესაფარი დროებით დახურულია.

რადიო"მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები