სიახლე
მერიამ სმიტების ოჯახს საბავშვო მოედნის მოსაწყობად სამი ადგილი შესთავაზა


მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და სმიტების ოჯახის წარმომადგენლებს შორის გუშინ, 2 ოქტომბერს შეხვერა გაიმართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებამ სმიტების ოჯახის წევრებს საბავშვო მოედნის მოსაწყობად სამი ალტერნატივა შესთავაზეს.

„სამი ლოკაცია წარვუდგინეთ ჩვენ და იქვე გვითხრეს, რომ სამივე ლოკაცია მოეწონათ, თუმცა რომელიც უფრო მისაღები იქნება მათთვისაც და მუნიციპალიტეტისთვისაც იმაზე გაკეთდება არჩევანი და შემდეგ უკვე დაიწყება პროექტის განხორციელება.“ - გვითხრა მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ

მიხეილ ჯავახიშვილის ბიუსტის წინ მდებარე ტერიტორია მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ ადგილებს შორის არაა. თავდაპირველად რაინ სმიტს სწორედ ამ ადგილას სურდა საბავშვო მოედნის მოწყობა.

სპორტულ ცენტრ „ატა ჰოლდინგის“ წინ მდებარე პარკი, N3 საჯარო სკოლის წინ მდებარე პარკი და ჯავახიშვილის სკვერი (სკვერი ხეებისა და სკამების გარეშე). სმიტების ოჯახმა საბავშვო მოედნის მოსაწყობად ადგილი ამ სამი ლოკაციიდან უნდა შეარჩიოს.

სმიტების ოჯახის მეგობრის ვლადიმერ კიზალოვის თქმით, რაიან სმიტის ძმამ მაიკ სმიტმა სამივე ადგილი დაათვალიერა და გადაწყვეტილებას ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ, რამდენიმე დღეში მიიღებს.

როგორც სმიტების ოჯახის მეგობარი ამბობს, „ატა ჰოლდინგის“ წინ მდებარე პარკში უფუნქციო შადრევანია და საბავშვო მოედნის მოწყობა მისი დემონტაჟის შემდეგ გხდება შესაძლებელი. N3 საჯარო სკოლის წინ მდებარე პარკი შედარებით პატარაა და სამივე მხრიდან მანქანები მოძრაობენ, რაც შესაძლოა ბავშვებისათვის სახიფათო იყოს. ჯავახიშვილის სკვერში კი მხოლოდ ბუჩქებია და საბავშვო მოედნის იქ მოწყობას არამიზანშეწონილად მიიჩნევს.

პროექტს განსახორციელებლად შესაძლოა მერიის ფინანსური მხარდაჭერაც დასჭირდეს.

„შესაძლოა მერიის დაფინანსება დაგვჭირდეს, რათა ამ ადგილებზე მოხდეს დემონტაჟი და შემდეგ მაიკის და ჩვენი პროექტის [საბავშვო მოედნის] მონტაჟი მოხდეს.“ - გვითხრა ვლადიმერ კიზალოვმა.

შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახი დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში, 7 ივლისს გარდაცვლილები იპოვეს. ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში 19 წლის მალხაზ კობაურია ბრალდებული.

რაიან სმიტის იდეის განხორციელებისათვის მარნეულში ხელმოწერების შეგროვება 10 ივლისს დაიწყო.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე
 სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის
დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და
ყველასთვისაა გათვალისწინებული
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და ყველასთვისაა გათვალისწინებული

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების
მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის
სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.


მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა
დაფიქსირდა.

მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას