პალამენტარ მახირ დარზიევს მეზობელი საკუთარი მასალით საქათმის აშენებას ედავება
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჟბადინში მცხოვრები როზა მამედოვა მარნეულელ პარლამენტარს, მახირ დარზიევს საკუთარი მასალით საქათმის აშენებას ედავება.

დარზიევი და მამედოვა მეზობლები არიან, თუმცა მას პრობლემა სხვა მეზობელთანაც აქვს და ჩვენ მოგვმართა. როგორც თავად გვიყვება, მეზობელს შეთანხმების საფუძველზე 1350 კვ/მ მიწის ნაკვეთი ოფიციალურად გაუფორმა. მეზობელმა კი 950 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ერთი შენობა დგას მამედოვს გაუცვალა, თუმცა როზა ამტკიცებს, რომ მისთვის ოფიციალურად მიწის ნაკვეთი არ მიუციათ.

სხვა მეზობელები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მამედოვამ, ვისაც მიწა გაუფორმა საქართველოში არ იმყოფება . თავად კი არ იციან რამდენად ოფიციალურად მოხდა მიწების გაცვლა.

რაც შეეხება მარნეულელ დეპუტატს, რომელიც პარლამენტში პროპორციული სიითაა შესული, მამედოვა მას საკუთარი ქვის ფილებით საქათმის აშენებას ედავება.

„ნახეთ ჩემი ონკანის უკანა კედელი ამოუღია და წაუღია. საქათმე აქვს აშენებული. ესეიგი რადგან დეპუტატია და მისი ვაჟი პოლიციელია უნდა დამაჩაგროს. ეზოში ონკანის ქვები წაუღია“- ამბობს როზა


დარზივმა აღნიშნულ საკითხზე გულიანად გაიცინა და ფაქტი კატეგორიულად უარყო.

„გეფიცებით, აფსურდია. არ ამიშენებია და არ ვიცი. ჩემს ეზოში საქათმე საერთოდ არ გვაქვს. არ ვიცი რას ამბობს ის ქალი. იქნება სიზმარში ნახა? არ ვიცი რა ვთქვა, არაფერზე არ მაქვს ინფორმაცია. „ - ამბობს მახირ დარზიევი

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია