26 თებერვალს „წყლის ჩერშენბე“ აღინიშნება
ნოვრუზ ბაირამამდე 4 კვირით ადრე ყოველი სამშაბათი დღე, რომელიც უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალი, ქარი, მიწა, ცეცხლი განსაკუთრებულად აღინიშნება.
პირველი სამშაბათი წყლის სტიქიის დღეა

პირველ ჩერშენბეზე ხალხი სახლს ალაგებს, ეზოს ასუფთავებს, სახლის კედლებს ღებენ, ბაღს ასუფთავებენ.

ყველა ჩერშენბეს თავისი განსაკუთრებული კერძი აქვს. წყლის ჩერშენბეზე კი სუფრას შლიან და ხონჩას ამზადებენ. ხონჩაზე ჩირებს, ლიმონს, ქიშმიშს, თხილს, კაკალს და ფერად სანთლებს დებენ. იმ ღამეს კი აუცილებლად წყაროზე ფეხით მიდიან და წყალი სახლში მოაქვთ. ჩერშენბეზე ბებია-ბაბუებისთვის ცალკე საჭმელებს ამზადებენ.

ხალხური რწმენით, პირველ ჩერშენბეზე წყაროებს ასუფთავებენ და ანახლებენ, ამით ადამიანები წყალთან კომუნიკაციას ამყარებენ. წყალი სისუფთავის ნიშანად მიიჩნევა . საღამოს სუფრაზე წყალს დებენ და ყველამ უნდა დალიოს.

წყლის ჩერშენბეს „დაწყებით ჩერშენბეს“ უწოდებენ. ამ დღეს გოგონები, პატარძლები დილით დგებიან და მდინარეზე წყლის მოსატანად მიდიან. დილით, ვიდრე მზე ამოვა, ყველა ხელ-პირს იბანს. ხალხური რწმენით, ვინც ამ დღეს მდინარეში ჩავა ყველაა დაავადებას დაამარცხებს.

ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებსაც ატარებენ. სიმღერებს მღერიან. ძველი თურქული რწმენის მიხედვით, ღმერთმა ადამიანი ამ ჩერსენბეზე შექმნა. ჯერ წყალი აიღო, შემდეგ მიწა და ქარით ყველაფერი ერთმანეთში აურია ადამიანი შეიქმნა. მზეზე გააშრო და მეოთხე ჩერშენბე სუნთქვა მისცა. ასე მოევლინა ადამიანი დედამიწას.

როგორც დადგინდა, ყველა ეს მოვლენა წმინდა დროს, დღის და ღამის გათანაბრებას ემთხვევა. ამის შემდეგ კი ადამიანისთვის ახალი ცხოვრება, ახალი წელი იწყება. წყლის ჩერშენბესთან დაკავშირებული ბევრი რწმენები, ლექსები არსებობს.

მაგალითად ასე ამბობენ:

„სუფრაზე წყლის დასხმა ნათელს ნიშნავს.“
„ვინც წყალს სვამს, მას არ უნდა შეეხონ.“
„ვინც წყალს სვამს, მას გველი არ უკბენს“

წყლის ჩერშენბეზე კოცონსაც ანთებენ. წელს, პირველი ჩერშენბე 26 თებერვალს, ხოჯალოს ტრაგედიას ემთხვევა. ამიტომაც, ამ დღეს დიდი ზეიმით არ აღნიშნავენ.

აღსანისნავია, რომ 2019 წლის 26 თებერვალს წყლის, 5 მარტს ცეცხლის, 12 მარტს ქარის და 19 მარტს მიწის ჩერშენბეს აღინიშნავენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები