აზერბაიჯანული დრამატული თეატრის შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება (ვიდეო/ფოტო)
ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული დრამის თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში შენობის რეაბილიტაციის საკითხი აქტუალური იყო დღემდე არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. ბოლო დროს შენობას არც სპექტაქკლებისთვის იყენებენ. შენობის ჭერი და იატაკი დაზიანებულია, არც შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი, რაც თეატრის ფუნქციონირებას ხელს უშლის.

თეატრში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, სავალან მირზოევმა გასულ წელს სიტყვით გამოსვლისას გაავრცელა, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა და წლევანდელ პარლამენტის სხდომაზეც, რომელიც 8 თებერვალს გაიმართა, მირზოევი იგივე საკითხს შეეხო.

„როგორც იცით, თეატრში ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა. მათი თხოვნნაა გუნდს შეხვდეთ. მათ მთხოვეს, რომ ეს თხოვნა თქვენამდე მომეტანა. წლებია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა.“ - თქვა მირზოევმა

თეატრის ახალი ხელმძღვანელი თურგაი ველიზადე ამბობს, რომ შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთან განხილვები მიმდინარეობს, თუმცა მისთვის ზუსტი პასუხი გაურკვეველია.

როგორც რადიო „მარნულს“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯნული დრამის თეატრის შენობის სავალალო მდგომარეობის შესახებ მათ ინფორმმაცია უკვე აქვთ. ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს, რომ შენობა ვერ გარემონტდება. ამიტომ, ახალი შენობის განსათავსებლად ალტერნატიული ფართის მოძიება და შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.



ფოტო: on.ge
ფოტო: qronikaplus.ge


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები