“ამ გზის ბოლო გაჩერება“ - სპექტაკლს მარნეულში უმასპინძლებენ
სპექტკლი “ამ გზის ბოლო გაჩერება“ მარნეულში 10 მარტს, 15:00 საათზე კულტურის ცენტრში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია სცენარის ავტორმა და რეჟისორმა ანარ რაფიგოღლუმ მოგვაწოდა.

მისი თქმით, წარმოდგენა მარნეულში აზერბაიჯანულ ენაზე იქნება და დასწრება თავისუფალია.

სპექტაკლის ჩასატარებლად დაფინანსება "Tika"-ამ გამოყო. პროექტის მიხედვით, „ამ გზის ბოლო გაჩერება“ მაყურებლის წინაშე 5-ჯერ უნდა წარადგინონ. სამი სპექტაკლი უკვე ჩატარდა. მომდევნო სპექტალი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდება , თუმცა როდის ჯერ უცნობია.

ანარ რაფიგოღლუმ გვითხრა, რომ სპექტაქლი მომავალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ქვეყნის გარეთაც აუცილებლად გავა.

აღსანიშნავია რომ სპეკტაქლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“ს პირველი პრეზენტაცია 24 იანვარს ქალაქ თბილისში გაიმართა და შემდგომ ბათუმში, რომელიც ქართულ ენაზე წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“-ს ძირითადი თემა ადამიანების მავნე ჩვევების და ნარკომანიის შესახებ ინფორმირებულობა იქნება. სპექტაკლში საუბარია იმაზე, თუ როგორ ღუპავს ნარკოტიკები ადამიანს. სპექტაკლი ასევე მოიცავს ადამიანების სოცილაურ ქსელებზე და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულობას.

სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატიული თეატრის მსახიობი ანარ რაფიგოღლუა.
სპექტაქლში მონაწილეობენ: რაბილ ისმაილოვი, მენდერ სერდაროვი, სემა სადიგი და სალი ომაროვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები