მარნეულში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს წამლები უფასოდ დაურიგეს
დღეს, 25 მარტს, „ საქართველოს ინვალიდთა ასოციაციის ორგანიზებით“ და „სოკარ ჯორჯია“-ს წარმომადგენლობის დაფინანსებით მარნეულში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს უაფსო წამლები დაურიგეს.

აქციაში მარნეულის, ბოლნისი და დმანისის მაცხოვრებლები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიება 26 მაისის ქუჩაზე მდებარე მარნეულის რაიონთაშორისო საავადმყოფოს ეზოში გაიმართა.

საქველმოქმედო აქციის დროს ორგანიზაციაში დარეგისტრირებული თირკმელის უკმარისობის მოქნე პირებს წამალი გადაეცათ.
საქართველოს აზერბაიჯანლეთა ინვალიდთა ასოციაციის უფროსის, როვშან ალიევის თქმით ეს პრეპარატი ძვირადღირებულია და პაციენტები ადვილად ვერ იძენენ.

ალიევმა ისიც აღნიშნა, რომ 26 მარტს რუსთავში და გარდაბანში, ხოლო 27 მარტს თბილისში მსგავსი აქციები გაიმართება.
პრეპარატის მიმღები პირები აქციას დადებითად აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინვალიდთა ასოციაცია 2012-წელს იუსტიციის სახლში ოფიციალურად დარეგისტრირდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები