ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები მარნეულს ესტუმრნენ
5 აპრილს, მარნეულში, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის,საინფორმაციო ტური მოეწყო. მათ მარნეულში მდებარე ორი ობიექტი, XXI საუკუნის ძეგლი „გაგის ციხე" და იმირის გადაჭრილი გორა მოინახულეს. მონაწილეებს ისტორიული ღირშესანიშნაობების შესახებ  ინფორმაციას მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლი, ელგუჯა კუპატაძე აცნობდა.



მსგავსი ტურების მოწყობა მარნეულის მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ მნიშვნელოვნად შეაფასა და თქვა, რომ მერია ტურიზმის განვითარების კუთხით მუშაობს. 

" მოგეხსენებათ, ტურიზმის განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი.   ტურისტული კომპანიები მაქსიმალურად არიან დაინტერესებულები მოიძიონ ინფორმაცია ჩვენი ტურისტული პოტენციალის შესახებ. დარწმუნებული ვარ,  რომ ჩვენ გვექნება წინსვლა ამ მიმართულებით.
ჩვენი ინფრასტრუქტურა მაინც უნდა ითქვას, რომ მოსაწესრიგებელია. სველი წერტილები, მისასვლელი გზა ტურისტულ ობიექტამდე, იმირის გადაჭრილი გორის გადახურვა.  უკვე დაგეგმილია და ბიუჯეტში გათვალისწინებულია ამ მხრივ თანხები და  უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები. " - ამბობს ლაშა ლობჯანაძე


5 აპრილს ტური ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის, თეთრიწყაროსა და მარნეულში,  გაიმართა. რომლის მონაწილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
ღონისძიების მიზანს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მაქსიმალური ხელშეწყობა წარმოადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები