სიახლე
ქვემო ქართლის ტელევიზია ტენდერის წაგებაში მერის მოადგილეს ადანაშაულებს


ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვის ტენდერის წაგებაში მარნეულის მერის მოადგილეს ლაშა ლობჯანიძეს ადანაშაულებს. აღნიშნული სახის ინფორმაცია ქვემო ქართლის ტელევიზიის ქორონიკის სპეციალურ გამოშვებაში გაჟღერდა.

„ის, რომ ქვემო ქართლში TV4 სასურველი ორგანიზაცია არ არის, რადგან არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერად არ მოიაზრება, მარნეულის ტენდერის მაგალითზეც დადასტურდა. მარნეულში მერის მოადგილედ ლაშა ლობჯანიძეა დანიშნული. რუსთავის ყოფილი მერის, დავით ჯიქიას მოადგილის დამოკიდებულება TV4-ისმიმართ ჩუმად ჩატარებული აუქციონები და  მიზანმიმართული ტენდერები რუსთავის მოსახლეობისთვის ახალი ნამდვილად არ არის“ - ნათქვამია ქრონიკის სპეციალურ გამოშვებაში.

საკითხთან დაკავშირებით ჩვენ TV4-ის დირექტორს, გიორგი მგალობლიშვილს ვესაუბრეთ და ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად ლაშა ლობჯანიძის  უშუალო ჩარევა დაასახელა და თქვა, რომ მარნეულის ტელევიზიას ტენდერში მიზანმიმართულად გაამარჯვებინეს.

“ლაშას გარეშე ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ამ ტენდერის ასეთი ფორმით ჩატარება.  იმიტომ, რომ ეს ტენდერი არის სრულიად დარღვევით ჩატარებული. მარნეულის ტელევიზია არ არის საერთო საეთერო მაუწყებელი. მარნეულის ტელევიზია უნდა იყოს ჩვენს მუხლში ჩართული. პირდაპირ გეუბნებით, რომ მოაგებინეს ისეთ ტელევიზიას, რომელიც არ მაუწყებლობს. მე რო მკითხოთ, სახელი ჰქვია ტელევიზიის თორე რეალურად არ არის ტელევიზია, იმიტომ, რომ რეგიონული მაუწყებელი უნდა იყოს აუცილებლად საეთერო მაუწყებელი. ერთადერთი მაუწყებლობს სატელიტზე (მარნეული ტვ), რომელიც საქართველოში არ ითვლება რომ არის საეთერო მაუწყებელი“ - ამბობს გიორგი მგალობლიშვილი.

მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია პირველად ჩვენგან გაიგო და ბრალდებას სრულიად ეწინააჭმდეგება. ამბობს, რომ „აქ ნუ ვისაუბრებთ კონკრეტულად ლაშა ლობჯანიძეზე, რადგანაც არც კომისიის თავჯდომარე არ ვარ და პროცესში თუ რაიმე ხელმოსაჭიდი იყო და  ფიქრობდნენ, რომ მერიამ რამე არასწორად გააკეთა დავის უფლების გამოყენება ჰქონდათ, რომელიც გამოიყენეს და წააგეს“

„ეგ სისხლის სამართლის დანაშაულია, რას ლაპარაკობთ, არ ვიცი. მე თავს არ ვიმართლებ. ბოდიში და ვიღაცამ თუ თავისი წარუმატებლობა სხვას გადააბრალა და თავის თავს ვერ ხედავს, მე ვერაფერს გეტყვით. მე შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რომ იყო სამართლებრივი დავა  ჰქონდათ დავების საბჭოში და ორჯერ წააგეს.“ - ამბობს ლობჯანიძე

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის დირექტორი საქმის მოკვლევას და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოძიებას გეგმავს, რისთვისაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. საჩივრის შეტანას მარნეულის მერიის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში პროკურატურაში გეგმავს.

შეგახსენებთ, TV4-მა მაუწყებლობა პროტესტის ნიშნად, 26 მარტს შეწყვიტა და სატელევიზიო გადაცემების მაგივრად ეთერს შავი ფონი ადევს. საზოგადოებაში მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზად  ერთ-ერთი განხილვის საგანი მარნეულის მერიის წაგებული ტენდერი გახდა.




მარნეულის მერიის მიერ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ პირველად მიიღო მონაწილეობა.
ბოლო რამდენიმე წელია მსგავს ტენდერში "მარნეული ტვ" უკონკურენტოდ იმარჯვებდა, თუმცა 2019 წელს სატელევიზიო მოსახურების შესყიდვა ქვემო ქართილის ტელევიზიასაც სურს, თან მარნეული ტვ-სგან განსხვავებით, 16 000 ლარით ნაკლები, 70 000 ლარი შესთავაზა.

თავდაპირველად გამარჯვეუბულად ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია დასახელდა, თუმცა მარნეულის მერიის მიერ სატელევიზიო მოსახურეობის შესყიდვაში გამარჯვებულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. რისთვისაც ქვემო ქართლის ტელევიზიამ დავების საბჭოში იჩივლა

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოსთვის ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა,
ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს
უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა
განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო
და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ
ღონისძიებაში მონაწილეობს.
საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
„შავი არხი“ კვლავ დაბინძურებულია.
„შავი არხი“ კვლავ დაბინძურებულია.
დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის „ჩაის სახლში“
საქართველოს ეკონომიკაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ისაუბრეს.
დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის „ჩაის სახლში“ საქართველოს ეკონომიკაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული
პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6
მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6 მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
მარნეულის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ
სურს, ამბობს რომ ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში საზღვარგარეთ
წასვლის უფლება არ მისცეს.
მარნეულის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს რომ ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში საზღვარგარეთ წასვლის უფლება არ მისცეს.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო
კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
17
ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში
ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018
წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო
გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება.