ჩართულობის ცენტრში, შესაძლოა, მერობის კანდიდატების დებატები გაიმართოს
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მერობის კანდიდატების მოწვევას გეგმავს, სადაც კანდიდატებს შეეძლებათ საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია და დისკუსია ამომრჩეველთან. შეხვედრაზე წარადგენენ თავიანთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაზეც გამარჯვების შემთხვევაში იმუშავებენ, დისკუსიის ნაწილში კი უპასუხებენ აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. ამ დროისთვის 4 კანდიდატის ვინაობაა ჩვენთვის ცნობილი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევი და დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი.

როგორც ჩვენთან საუბარში დემოკრატიული ჩართულობს ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ სამხარაძემ თქვა, მერობის კანდიდატებთან შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება. ამ ეტაპზე დისკუსიაში მონაწილეობისთვის ორი კანდიდატია თანახმა. დანარჩენ ორთან კი დროის დაზუსტება მიმდინარეობს.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები