ნორგიულელების ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება, სავარაუდოდ, 17 აპრილისათვის აღუდგება
2 კვირაზე მეტია, რაც სოფელ ნორგიულში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს სასმელი წყალი აღარ მიეწოდება.

როგორც მოსახლეობა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, სასმელი წყლის მილი გასკდა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა.

„ორი კვირაა წყალი არ არის. ამის გარდა, წავიდნენ მიმართეს და კომპანიიდან უპასუხეს, რომ გავაკეთებთო, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ. სადღაც 3-4 ოჯახს არ მიეწოდება წყალი. სამეზობლოდან, სოფლიდან მოაქვთ წყალი.“ - გვეუბნება გუნაი ეთირმიშლი

სოფელ ნორგიულშ სასმელი წყლის მიწოდებაზე პასუხისმგებელი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა. როგორც კომპანიაში გვითხრეს, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან.

„ჩვენ ვიყავით მისული მოსახლეობასთან და მათ განუმარტეს, რომ წყლის მილი იყო გზის მეორე მხარეს, რის გამოც ასფალტის საფარის გაჭრაა საჭირო. ამისათვის ჩვენ გვჭირდებოდა ნებართვა, რომელის მოპოვებისათვისაც დროა საჭირო“ - გვითხრეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ სასმელი წყლის მილს უახლოეს მომავალში შეაკეთებენ და, სავარაუდოდ, უწყლოდ დარჩენილ ნორგიულელების ნაწილს წყლის მიწოდება 17 აპრილიდან აღუდგებათ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები