მარნეულის და გარდაბნის დეპუტატები ინტერნეტ თამაშებით ერთობიან - „ტვ პირველი“-ს ობიექტივში მირზოევი და გაჯიევიც მოხვდნენ
“Candy crush” და “Cooper cat” ეს იმ თამაშების სახელებია, რომლითაც მარნეულის და გარდაბნის პარლამენტარები, რუსლან ჰაჯიევი და სავალან მირზოევი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხის განხილვისას ერთობიან.

თამაშის ამსახველი ვიდეო TV Pirveli-მა გაავრცელა, სადაც დეპუტატები სიტყვით გამოსვლის ნაცვლად თამაშს ამჯობინებენ. როგორც ჩანს, მარნეულელის და  გარდაბნის დეპუტატებსსხვადასხვა თამაში იტაცებს.

მირზოევი “Candy crush”-ით ერთობა, ხოლო ჰაჯიევს “Cooper cat“ იტაცებს. სავალან მირზოევმა ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე მოკლე პასუხი გასცა და თქვა, რომ საქმის მიმდინარეობას უსმენდა კიდეც, თუმცა თამაშის აპლიკაცია „ტელეფონმა თავად ამოაგდო“.



ჰაჯიევი და მირზოევი „მდუმარე დეპუტატების“ სიაშიც არიან, რომლებსაც 2018 წელს პარლამენტში არცერთი ინიციატივა არ ჰქონიათ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები