„არჩევნები ბნელია და საშინელებებით აღსავსე“ – 19 მაისს მარნეულის მერს არჩევნები და GoT-ის ბოლო სერიის პრემიერაა
სამეფო კარის თამაშების ბოლო, მეექვსე, სერიის პრემიერა 19 მაისს გაიმართება . შოუს ყველა გულშემატკივარისათვის საინტერესოა ვინ ავა რკინის ტახტზე და ვინ მართავს 7 სამეფოს.

დეინერისი, სერსეი, ჯონ სნოუ, სანსა და არია სტარკები, ეს იმ პერსონაჟების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც შესაძლოა მომავალ მმართველად მოგვევლინოს.

კარგია, რომ ღამის მეფე ჩრდილოეთს ვერ გაცდა, ახლა დედაქალაქსა და კაცობრიობას საფრთხე აღარ ემუქრება (ნუ დედაქალაქი შეიძლება ცეცხლში დაიწვას, მაგრამ ამაზე არ გვინდა...). მთავარია, ვესტეროსის მოსახლეობამ და შოუს გულშემატკივრებმა 19 მაისს მთავარ დარტყმას გაუძლონ და რაც შეიძლება ნაკლები ცრემლი და სისხლი დაღვარონ.




სამე
ფო კარის თამაშებში „ღამე ბნელია და საშინელებებით აღსავსე“, მაგრამ მათ არ იციან თუ რაოდენ ბნელი და საშინელებებით აღსავსეა არჩევნები მარნეულში. სიმბოლურია, რომ 19 მაისს „დიადი სისხლისღვრა“ მარნეულშიც გაიმართება. არჩევნები კარს მოგვადგა და ერთმანეთს მარნეულის მერის ტყავგადაკრული სავარძლის დასაკავებლად 15 კანდიდატი შეებრძოლება.

ზაურ დარგალი, ახმედ იმაკულიევი, ალი ბადიროვი, აგილ მუსტაფაევი და მარნეულელებისათვის კიდევ 11 უცნობი კანდიდატი. ვინ იქნება მარნეულის მერის კარის გამარჯვებული ამას არჩევნების შედეგი გვანახებს, მაგრამ მოლოდინი, რომ მოვლენები ტკბილად და დაძაბულობის გარეშე განვითარდება ნაკლებად გვაქვს.




ჩემი
ვარაუდი არც ისე უსაფუძვლოა. 2016 წლიდან მარნეულში არჩევნებს დაპირისპირების, რამდენიმე გატეხილი თავის, ნაცემი მოსახლეობის, ჩაცხრილული შტაბისა თუ ქვების წვიმის გარეშე არ ჩაუვლია. კი, კი, მარნეულში ყოველთვის ასეთი ამბობია და ჩვენი მოსახლეობაც ყოველ არჩევნებზე ებრძვის ღამის მეფეს, არია კი ხან ახერხებს ჩვენს გადარჩენას, ხან კი ვერ.

უმეტესწილად, ფიზიკური დაპირისპირება არჩევნების დღეს ხდება, მაგრამ პოლიტიკური ინტრიგები ჩვენთვის ყოველდღიური მოვლენაა. მარნეულელებს თავიდან გვეგონა, რომ ნაციონალები და ევროპელები ისევე გაერთიანდებოდნენ, როგორც ჩრდილოეთი და დეინერისი გაერთიანდა ჯერ ღამის მეფის, შემდგომ კი სერსეის დასამარცხებლად, მაგრამ მათ გაერთიანება არ ისურვეს. ჯერ არ ვიცით რა მოხდება სერიალის მეხუთე ეპიზოდში, ისევ ერთად იბრძოლებენ დეინერისა და სნოუ, თუ იმამკულიევისა და მუსტაფაევისავეთ ცალ-ცალკე გადაწყვეტენ მტერთან და ერთმანეთთან ბრძოლას. (ამ შემთხვევაში დარგალი სერსეი გამოდის თუ ღამის მეფე ამასაც 19-ში გავარკვევთ).



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები