ლაშა ქველაძე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობას წარმომადგენლის სტატუსით გააგრძელებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ქველაძე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობას წარმომადგენლის სტატუსით განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მოგვაწოდა და თქვა, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა. რამდენიმე ხნის განმავლობაში ის კომისსის დროებითი წევრი იყო, თუმცა სტატუსი მას შემდეგ შეუჩერდა, რაც მის მიმართ გამოძიება დაიწყო. 

„ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და შემიჩერა უფლებამოსილება საოლქო კომისიაში ოთხი წლის ვადით. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან, არასამართლებრივი გადაწყვეტილება გამოიტანა ბოლნისის სასამართლომ. ამიტომ, ეს ფაქტი გავასაჩივრეთ და სააპელაციო სასამართლომ მე გამამართლა. გააბათილა ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილება და მე აღმიდგინა ოლქში უფლებამოსილება და მუშაობის გაგრძელება კვლავ შემიძლია.“ - თქვა ლაშა ქველაძემ

დროებითი წევრის ადგილი, რომელიც ქველაძეს მარნეულის საარჩევნო ოლქში ეკავა, ივანე პეტრიაშვილმა ჩაანაცვლა. 

ამავე თემაზე:

მარნეულში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები