აქციაზე დემონსტრანტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაშავდნენ
30 აპრილს პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ სპეც.საშუალების/სპრეის გამოყენებისა და ძალის გამოყენების შემდეგ არაერთი ადამიანი დაშავდა.

ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

დაშავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარი ანი წითლიძე, რომელსაც წიწაკის სპრეი თვალებში შეასხეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გაუწია დახმარება.

გამოცემა „ტაბულას“ გავრცელებულ კადრებში ჩანს გონებადაკარგული ახალგაზრდა, რომელსაც ახალგაზრდები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანისკენ მიარბენინებენ.


სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავდნენ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტები, ლიკა ზაკაშვილი და ბასტი მგალობლიშვილი.


ტვ პირველის ცნობით, პარლამენტთან დაშავდა „ილიაუნის“ ლექტორი ალიკა კუპრავაც.


წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები