"აქციის დაშლის გადაწყვეტილება იყო არალეგიტიმური და გონივრულობას მოკლებული“ - გიორგი მუმლაძე

„ხელისუფლებამ თავისი იმიჯი ხალხის თვალში ავტორიტეტი და სამართალდამცავების ნდობა, გადააყოლა ერთი ჩვეულებრივი იმპერიალისტი რუსის დაცვას, რომელიც აქ ჩამოიყვანა და უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან გველაპარაკებოდა“
- ეს განცხადება მარნეულში მცხოვრებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარს გიორგი მუმლაძეს ეკუთვნის, რომელმაც 20 ივნისს,  თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია შეაფასა. გიორგი მუმლაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც აქციაში იღებდა მონაწილეობას.

„როდესაც ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, სიტუაცია აირია. ის მეთოდი, რაც სახელმწიფომ გამოიყენა, ამას ჰქვია არაპროპორციული ძალა და არ იყო საფუძველი აქცია დაეშალათ. ჯერ ერთი არც პოლიციას ემუქრებოდა არანაირი საფრთხე და ფიზიკურად შეუძლებელი იყო საკანონმდებლო ოგანოში ხალხის შესვლა და სამართალდამცველები კარგად აცნობიერებდნენ ამას. მაგრამ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო აქციის დაშლის გადაწყვეტილება, ეს იყო არალეგიტიმური და გონივრულობას მოკლებული“ - ამბობს გიორგი მუმლაძე.

მუმლაძე მიიჩნევს, რომ ის მიდგომები, რაც გუშინ მოხდა ნაკარნახები იყო იმ პოლიტიკით, რასაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს.

„ სახელმწიფომ თითქოს შეარბილა ტონი ოკუპაციასთან დაკავშირებით და თითქოს აღარ განიხილავს მნიშვნელოვან საკითხად , რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ სიტუაციამდე, რომ გვაკადრეს და საქართველოს პარლამენტში შემოვიდა ქართველთა მტერი“ - ამბობს მუმლაძე

გიორგი იმედოვნებს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ ყველაფერზე, სათანადოდ აგებს პასუხს, როგორც პოლიტიკურ ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით .

„ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს ეემენტარული სახელმწიფოებრივი განცდა , რომ ჩვენი ღირსება დავიცვათ ჩვენს ტერიტორიაზე მაინც , იქ სადაც შეგვიძლია , ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებში, ჩვენს ქუჩებში და ა.შ.“ - გვითხრა გიორგი მუმლაძემ.

20 ივნისს, საპროტესტო აქცია თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ საღამოს დაიწყო, მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნა გააპროტესტა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა. მათ შორის ორ მოქალაქეს თვალის ამოღება დასჭირდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები