სოფელ ბაითალოს და ქობულეთის ქუჩის სკვერებს ახალი ინვენტარი შეემატება
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანომ მარნეულში არსებული ორი სკვერის რეაბილიტაცია/ინვენტარიზაციისათვის ჯამში 21 168 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ქალაქ მარნეულში, ქობულეთის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება. სკვერის რეაბილიტაციისთვის 12 711 ლარია გამოყოფილი, რაც ძირითადად სკვერის საფარის და სათამაშო ატრაქციონების მოწყობაში დაიხარჯება.

ქობულეთის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 12-დან 15 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.

მერიის მიერ გამოცხადებული მეორე ტენდერის მიხედვით, სოფელ ბაითალოს სკვერში 2 ერთეული ფანჩატური მოეწყობა, რაშიც თვითმმართველობა 8 457 ლარს დახარჯავს.

ბაითალოს სკვერში 2 ერთეული ფანჩატურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 5-დან 8 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები