„უკანა ბაზრის“ დირექცია 21 თვის შემდეგაც არ გვპასუხობს თუ როდის დაიგება გზა
ყოველი წვიმიანობის დროს მარნეულის აგრალრული ბაზრის (ე.წ. უკანა ბაზრის) ტერიტორია ტალახდება. ვაჭრებს ატალახებულ დახლებთან დგომა, ხოლო მყიდველებს ერთი ობიექტიდან მეორემდე მისვლა უძნელდებათ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად შეეცდებით ტალახისათვის თავის არიდებასა და ბაზრიდან კვლავ სუფთა ფეხსაცმლით გამოსვლას, რადგან ეს ფაქტობრვად შეუძლებელია.

მარნეულის

რა
დიო "მარნეული" 2017 წლის 4 ოქტომბერს დაუკავშირდა მარნეულის აგრარული ბაზრის დირექტორ ელგუჯა ხარშილაძეს, რომელმაც მაშინ თქვა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე გზის დაგება იგეგმებოდა, მაგრამ მოვჭრეების გამო სამუშაოებს ვერ ასრულებდნენ.

"სანამ შიგნით არ შევლენ მე გარეთ ვერ ვასუფთავებ ტერიტორიას. შიგნით კარგი, გადახურული ბაზარია, მაგრამ მაინც ტალახში ურჩევნიათ ყოფნა" - გვითხრა ბაზრის დირექტორმა ჯერ კიდევ 2017 წელს

21 თვის შემდეგ ბაზრის ტერიტორია უცვლელად მოუწესრიგებელია. წვიმის დროს კი ტალახი ყველასათვის ნაცნობი.




ვენ მარნულის აგრარული ბაზრის დირექტორ ელგუჯა ხარშილაძეს დღეს, 16 ივლისს, დავუკავშირდით. ხარშილაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე გზის მოწესრიგებას გეგმავს, მაგრამ ვერ გვითხრა თუ როდის და ტელეფონი გაგვითიშა. მას შემდეგ ბაზრის დირექტორი რადიო "მარნეულის" ზარებს არ პასუხობს.

ატალახებულ ბაზართან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა მარნეულელმა გიორგი მუმლაძემ, რომელმაც ფეისბუქის გვერდზე მარნეულის მერს მიმართა და სთხოვა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ბაზრის დირექტორთან ეშუამდგომლა.




როგ
ორც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა ჩვენთან საუბრისას თქვა, მისი ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიაზე გარკვეული სამუშაოების ჩატარება მართლაც იგეგმება, რადგან ადმინისტრაციამ მოვაჭრეები დახურულ სივრცეში გადაიყვანა. რაც შეეხება ბაზრსი ადმინისტრაციასთან უშუალო კონტაქტს, დარგალი ამბობს, რომ მერია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით იმუშავებს რაც მოსახლეობას აწუხებს.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები