რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან


რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან.  ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, იწყებს ახალი მიმართულებით სწავლის განხორციელებას, რომლებშიც საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების, სასულიერო პირები ერთვებიან. აღნიშნული ინიციატივა , რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეკუთვნის. პროგრამის პრეზენტაცია, დღეს, 22 ივლისს, მარნეულის ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართა.

„ჩვენი აზრით პროექტი მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ის ხელს შეუწყობს როგოც ეთნიკური, ასევე რელიგიური უმცირესობის ინტეგრაციას საზოგადოებაში“ - გვითხრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტი დმანისსა და საგარეჯოშიც განხორციელდება. პროექტის მეორე ეტაპი სექტემბრის თვეში დაიწყება.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი პროგრამაში სასულიერი პირების ჩართვას მნიშვნელოვნად აფასებს.

„პირველი შემთხვევაა ჟვანიას სკოლის ისტორიაში, როდესაც ჩვენ სასულიერო პირების ჯგუფს უნდა შევასწავლოთ ქარული ენა. ეს ჩვენთვის სასიამოვნო გამოწვევაა. სასულიერი პირები თავიწილად შემდგომ იმუშავებენ მრევლთან და გაუზიარებენ თავის მოსაზრებას სახელმწიფო ენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.“ - თქვა ქეთევან ჯაყელმა.

დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მარნეულის მერი, ზაურ დარგალი იღებდა. ამბობს, რომ მარნეულს მუნიციპალიტეტი ყოველთვის არის მზად მსგავს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი წვლილი  შეიტანოს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში.

„მიხარია, რომ ჟვანიას სკოლა გადის ფართო მასშტაბებს სხვადასხვა ჯგუფებეში აგრძელებს სახელმწიფო ენის შესწავლას. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტი პრეზენტაციას დავესწარით. იცით, რომ საქართველო არის როგორც მრავალეთნიკური, ასევე, მრავალრელიგიური და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს სახელმწიფო ენა.“ - თქვა ზაურ დარგალმა

პროგრამის პრეზენტაციის პარალელურად დაახლებით 40-მდე სასულიერი პირს ქართულ ენაში  პრეტესტი ჩაუტარდათ.  საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებს შორის, ვინც პროგრამაში ჩაერთო.


„საქართველოში, სხვა და სხვა რეგიონებში ბევრი სასულიერო პირები მუშაობენ. უმეტესმა არ იცის სახელმწიფო ენა. მსგავს პროგრამაში ჩართვა  ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ენა არის ჩვენი დედა ენა (მშობლიური ენა). ჩვენ თუ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს ქვეყანა თუ ჩვენი დედაა, ყველამ უნდა ვისწავლოთ სახელმწიფო ენა.“ - თქვა რამინ იგიდოვმა

პროგრამის პრეზენტაციას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები