სადახლოში მსხვილფეხა პირუტყვი დაიხოცა
დღეს, 23 ივლისს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში პირუტყვის დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა.


რადიო „მარნეული“ სოფელში ადგილზე იყო ჩასული და მოსახლეობა მსხვილფეხა პირუტყვის სიკვდილიანობის მიზეზად, სავარაუდოდ, მოწამვლას ასახელებს, თუმცა ზუსტი მიზეზის დასახელება უჭირთ. ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენი პირუტყვი დაიხოცა ან გადარჩა, თუმცა მცხოვრებლები ამბობენ, რომ მდგომარეობა სავალალოა.



„ჯერ ზუსტად არ ვიცით რაშია საქმე. შემთხვევა მარტო აქ არ არის. აქ 5-10 ძროხაა. აი, იქ, ბუჩქნარში ბევრია. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ სახლში არ წაიყვანოთო, მაგრამ წაიყვანეს სოფელში ცუდი სიტუაციაა.“

„აქ უნდა იყოს უბნის ვეტერინარი. სადახლოში არ გვყავს გამოყოფილი სახელმწიფო ვეტერინარი. ანალიზი უნდა გააკეთონ. როცა არჩევნებია ყველანი სადახლოში მოდის. ახლა არავინ მოსულა.“ -
ამბობენ დაზარალებულები

მოსახლეობას ძროხები საბალახოდ ჰყავდა გაშვებული, რა დროსაც მწყემსმა პირუტყვის მასიური დაცემის ფაქტი შენიშნა. პირუტყვი გაიბერა და ადგილობრივები ამდრომდე საკუთარი სახსრებით ცდილობდნენ მათ გადარჩენას.

ადგილზე მისულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი, რომელმაც ჩვენთან საუბარში მსხვილფეხა პირუტყვის სიკვდილიანობის ზუსტი მიზეზი ვერ ახსნა.  როგორც ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით გულისხმობს. რადიო "მარნეული" დამატებითი ინფორმაციის მოკვლევას სხვადასხვა უწყებებთან ცდილობს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები