დარგალის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვერდრაზე ახალგაზრდები თვითონაც მოიწვია და თალაკვაძემაც დაპატიჟა
„იქ, შეხვედრაზე ბატონ არჩილ თალაკვაძის მოწვეული ახალგაზრდებიც იყვნენ, ჩემი მოწვეულებივ იყვნენ, გარდაბნიდანაც იყვნენ, ბოლნისიდანაც იყვნენ.. კონკრეტულად, თუ ვინ იყო ორგანიზატორი, ვერ გეტყვით“ - გვითხრა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა, რომელიც კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებთ თუ რატომ იყვნენ მხოლოდ ის ახალგაზრდები მიწვეული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, რომლებიც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ფოტოდან ნახა და შეხვედრა გააპროტესტა. დარგალი ამბობს, რომ კიდევ გაიმართება უფრო მასშტაბური შეხვედრა, სადაც სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც მიიწვევენ.

„პოზიტიური შთაბეჭდილებები დამრჩა გუშინდელი შეხვედრიდან.  როცა ახალგაზრდები ძალიან თავისუფლად ლაპარაკობდნენ ქართულად, ინგლისურად, წარმატებულები არიან. ეს ნამდვილად არის კარგი მაგალითი სხვა ახალგაზრდებისთვის. ვინც არ იყო შეხვედრაზე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან უფრო განათლებული. ამიტომ, უფრო სხვა ფართომასშტაბიანი შეხვედრა იქნებ დაგეგმილი. თვითონ ბატონი არჩილი დაპატიჟებს ახალგაზრდებს. ის, რომ ვიღაცა მუშაობს მარნეულის ან ბოლნისის მერიაში, ეს არ ნიშნავს იმას რომ პარტიულია. იქ იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც წარმატბულები არიან.“ - გვითხრა ზაურ დარგალმა.

თუ რატომ იყო შეხვედრა მედიისთვის დახურული ამაზე მარნეულის მერს ინფორმაცია არ აქვს, რადგანაც თავს ამ საკითხში კომპეტენტურად არ მიიჩნევს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები