მარნეულში ოთხი სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება
26 მაისის ქუჩის სტადიონი, აღმაშენებლის ქუჩი სტადიონი, რუსთაველის ქუჩის სტადიონი და სოფელ ჯანდარის სტადიონი. ეს იმ სტადიონების ჩამონათვალია რომელთა რეაბილიტაციასაც მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გეგმავს.

როგორც რადიო "მარნეულს" მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, მიმდინარე ეტაპზე, ოთხივე სტადიონი საჭიროებს რეაბილიტაციას, რის გამოც მუნიციპალიტეტმა აღნიშული სტადიონების კეთილმოწყობის გადაწყვეტილება მიიღო.

ჯერ-ჯერობით, მერიას სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელშიც 3 800 ლარს დახარჯავს.

მერიაში განმარტავენ, რომ სტადიონების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის ოდენობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეადგენს.

მარნეულის მერიამ ტენდერი 5 აგვისტოს გამოაცხადა, მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 13-დან 16 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები