საბავშვო ბაღის მიღმა დარჩენილი ბავშვები ე.წ. რეზერვში

მარნეულის მასშტაბით 200-მდე აღსაზრდელი რეზერვში მოხვდა.
როგორც რადიო მარნეულთან საუბრისას ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა თქვა, მათთან რეგისტრაცია სულ 1140-მა ბავშვმა გაიარა, თუმცა ყველას მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა.

აქედან 500-ზე მეტი აღსაზრდელი 14-მა საბავშვო ბაღმა მიიღო, 500-მდე კი მარნეულში მოქმედმა სკოლამდელი მზაობის ცენტრმა. რაც შეეხება ფაქტობრივად სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩენილ აღსაზრდელებს, როგორც ქარამოვმა თქვა , ისინი რეზერვში რჩებიან. ადგილების განთავისუფლების შემთხვევაში კი საბავშვო ბაღში სიარულს შეძლებენ. მარნეულის მუნიციპალიტეტში ამჟამად 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს რაც ცხადია, ვერ უზრუნველჰყოფს მარნეულის მასშტაბით სკოლამდელი განათლების მიღებას.

ქარამოვის თქმით, ახლო მომავალში დაგეგმილია 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

სააღმზრდელო პროცესი წელ 16 სექტემბერს დაიწყება.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები