მერიის საინფორმაციო ხაზს პოლიგლოტი თანამშრომელი ჰყავს
მერიაში საინფორმაციო ხაზი ამოქმედა. როგორც მარნეულის მერი ზაურ დარგალი ამბობს, მსგავსი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობისათვის შეიმუშავეს.

„საინფორმაციო ხაზი არის იმისათვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შედის მერიის კომპეტენციაში დარეკონ დ მიიღონ კომპეტენტური პასუხი. ამისათვის ჩვენ გვყავს თანამშრომელი, რომელმაც იცის როგორც სახელმწიფო ასევე, რუსული და აზერბაიჯანული ენა. ამიტომ ყველას თავის მშობლიურ ენაზე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია.“ - გვითხრა ზაურ დარგალმა.

საინფორმაციო ხაზი 2019 წლის 21 აგვისტოს ამოქმედდა და სამუშაო დღეებში 09:00-18:00 საათებში იფუნქციონირებს -  (591-95-95-09)

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები