"აქედანაც სირცხვილია" - აქციას მარნეულიდანაც შეუერთდნენ

"აქედანაც სირცხვილია" - აქციას მარნეულიდანაც შეუერთდნენ.

დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მარნეულში, მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა, რომელშიც აქტივისტები მონაწილეობდნენ.

"ჩვენი დღევანდელი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ  20 ივნისს მომხდარი საზარელი დარბევის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ  ხელისუფლებას დაესაჯა ის ხალხი, ვინც ჩენ გვესროლა მშვიდობიან მოქალაქეებს, შინაგან საქმეთა მინისტრი დააწინაურა და მისი პრემიერ მინისტრობა სურთ, რაც არის საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა." - გვითხრა აქციის მონაწილე გიორგი მუმლაძემ

აქტივისტებმა მერიის შენობის შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" მარნეულის შტაბთან გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ "აქედანაც სირცხვილია" – ამ შინაარსის საპროტესტო ბანერი ალპინისტებმა მყინვარწვერზე აიტანეს. ინფორმაციას საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ალპინისტები მოუწოდებენ საზოგადოებას, 20 სექტემბერს, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაზე შეიკრიბონ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები