იმედის ეთერში მარნეულის მერიის მიერ მიწოდებული უზუსტო ინფორმაცია გავიდა, თუმცა მერიის გვერდზე "ტექნიკური ხარვეზი" ამოჭრეს და ისე დადეს
რატომ დასჭირდა მერიას შესწორების შეტანა "იმედის" სიუჟეტში ?

მარნეულელმა აქტივისტმა, რავილ მამედოვმა მარნეულის მერიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, მცირე უზუსტობა შენიშნა.




სოფელ ალგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის სიუჟეტი ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა წამყვანი საინფორმაციო გამოშვებაში ტექსტს კითხულობს, სადაც ამბობს, რომ ალგეთის ღვინის მეურეობის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 000 000-მდე ლარი დაიხარჯა.

21:18 წუთზე იმედის საინფორმაციო გამოშვებაში მარნეულის სოფელ ალგეთში
ღვინის მეურნეობის დასახლებაში მიმდინარე გზის დაგების შესახებ იფნორმაცია.


ამავე ტელეკომპანიის სიუჟეტი მარნეულის მერიის ფეისბუკ გვერდზე მცირეოდენი ჭრით გაზიარდა. წამყვანის ტექსტი, ოთხი მილიონი ლარის ნაცვლად მილიონამდე ლარით შეიცვალა.



მსგავს ცდომილებას აქტივისტი მერიის მხრიდან თანხების დამალვას უკავშირებს.

საკითხის გასარკვევად ჩვენ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს მარიამ ხაჩიძეს დავუკავშირდით, რომელმაც არსებული სიტუაცია ტექნიკური ხარვეზით ახსნა და თქვა, რომ პრესრელიზი იმედის ტელევიზიას თავად გაუგზავნეს.

ტექსტში კი ოთხი მილიონი ლარი შეცდომით მიუთითეს. მერიამ იმედის ტელევიზიის სიუჟეტის გაზიარება მაინც გადაწყვითა, თუმცა ხარვეზის თავისებური შესწორებით.



ალგეთში ღვინის მეურნეობის დასახლების გზის რეაბილიტაციისათვის კი მერიამ 380 000 -მდე ლარი გამოიყო.

ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, მარნეულის მერიის ფეისბუქ გვერდიდან დამონტაჟებული სიუჟეტი წაშლილია




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები