მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყეს (+ვიდეო)
მასწავლებელის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, გიორგი ჭაუჭიძეს , N2 საკარო სკოლამ საზეიმო დახვედრა მოუწყო. მარნეულელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელად 5 ოქტომბერს დასახელდა. მას საპრიზო თანხა 10 000 ლარი გადაეცემა. 

პედაგოგობის გამოცდილება გიორგის არაერთი წელია აქვს, თუმცა მარნეულში მუშაობა მან პირველად 2012 წელს სოფელ შაუმიანშის N3 საჯარო სკოლაში დაიწყო. ახლა ის მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად მუშაობს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები